ვენტილირებადი ფასადი · მთელ საქართველოში
ვენტილირებადი ფასადი აზომვიდან მონტაჟამდე
სახლზე, ბიზნეს-ცენტრზე და ახალ მშენებლობაზე. აზომვა, ხარჯთაღრიცხვა, მასალა და მონტაჟი ერთ ხელში.
გამოგვიგზავნეთ მისამართი და შენობის ფოტო, მოგწერთ წინასწარ ფასს.
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
- მთელ საქართველოში
- WhatsApp 24 საათი
- მშრალი მონტაჟი ნებისმიერ სეზონზე
- ერთი გუნდი აზომვიდან ჩაბარებამდე
ვიზუალიზაცია
ფენები: კედელი, კარკასი, თბოიზოლაცია, ჰაერის ფენა, პანელი
რატომ ვენტილირებადი
კედელი სუნთქავს, შენობა თბილია
პანელსა და კედელს შორის ჰაერის ფენაა. ამ ერთ დეტალზე დგას ყველაფერი დანარჩენი.
- 01
ტენი გამოდის
ჰაერის ფენა ტენს გარეთ ატარებს, ამიტომ კედელი არ ლპება და არ ობდება.
- 02
ზამთარში თბილა, ზაფხულში გრილა
თბოიზოლაცია სითბოს ინარჩუნებს და სიცხეს არ უშვებს. გათბობა-გაგრილების ხარჯი მცირდება.
- 03
ნაკლები ხმაური
ფასადის ფენები ქუჩის ხმაურს ამცირებს.
- 04
მონტაჟი ნებისმიერ სეზონზე
მშრალი მონტაჟია, ბათქაში და სველი პროცესები არ არის.
- 05
ძველ შენობას ახალი იერი
ახალი ფასადი კედლის უსწორმასწორობას მალავს.
- 06
პანელი ცალკე იცვლება
დაზიანებისას მხოლოდ ერთ პანელს ცვლით, მთელ ფასადს არა.
სერვისები
ყველაფერი ერთ ხელში
არ გჭირდებათ ცალკე ამზომველი, მომწოდებელი და ბრიგადა. საქმეს თავიდან ბოლომდე ჩვენ ვატარებთ.
- 01
აზომვა და ხარჯთაღრიცხვა
ვათვალიერებთ ობიექტს, ვზომავთ ფასადს და ვამზადებთ ხარჯთაღრიცხვას (სმეტას).
- 02
მასალის შერჩევა და მიწოდება
გირჩევთ მასალას შენობის ტიპისა და ბიუჯეტის მიხედვით და მოგვაქვს ობიექტზე.
- 03
მონტაჟი
კარკასი (ქვესისტემა), თბოიზოლაცია, ქარდამცავი მემბრანა და მოსაპირკეთებელი პანელები.
- 04
დეტალები
ფანჯრის ფერდები, კუთხეები და ქიმები. სწორედ დეტალები აჩენს ფასადს დასრულებულად.
ობიექტები
ახლა და როგორი იქნება
ფოტო ობიექტიდან და იმავე შენობის ვიზუალიზაცია. გადართეთ და შეადარეთ.
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
01საცხოვრებელი, ბადისებრი ფასადი
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
02ოფისი, გრაფიტის პანელები
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
03საცხოვრებელი, ხის იმიტაცია
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
04კომერციული ფართი, ფარდული
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
05მრავალსართულიანი, თეთრი
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
06შერეული ფუნქციის, ბორდოსფერი აქცენტები
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
07ბიზნეს-შენობა, მომრგვალებული მინა
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
08კუთხის შენობა, ვერცხლისფერი პანელები
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
09ორსართულიანი, თაღოვანი ფასადი
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
10მრავალსართულიანი, ტალღოვანი ფასადი
-
ობიექტზე
ვიზუალიზაცია
11მომრგვალებული კუთხე, ვერცხლისფერი
-
თქვენი შენობა შემდეგია?
გამოგვიგზავნეთ ფოტო და მისამართი. მოგწერთ, რა მასალა მოუხდება და რა დაჯდება.
ფოტოს გაგზავნა
«ვიზუალიზაცია» არის 3D ესკიზი, როგორი იქნება ფასადი დასრულებისას. ის არ არის დასრულებული ობიექტის ფოტო.
მასალები
რომელი მასალა რისთვის
რომელი მოუხდება თქვენს შენობას, აზომვისას გირჩევთ.
ვიზუალიზაცია
კომპაქტლამინატი (HPL)
მყარია, ბევრი ფერი და ხის იმიტაცია აქვს, მოვლა მარტივია.
ალუკობონდი (ACP)
ალუმინის კომპოზიტი. მსუბუქი და თანამედროვე, ბიზნეს-ცენტრებზე პოპულარული.
კერამოგრანიტი
ძალიან მტკიცე, ქვის იერით.
ფიბროცემენტი
ეკონომიური და მტკიცე.
მეტალის კასეტები
ინდუსტრიული იერი.
პროცესი
როგორ ვმუშაობთ
- 1
მოგვწერეთ
WhatsApp-ში გამოგვიგზავნეთ მისამართი და შენობის ფოტო.
- 2
წინასწარი ფასი
თუ ფოტოთი შესაძლებელია, მოგწერთ ფასს დიაპაზონით.
- 3
აზომვა
ობიექტზე ვზომავთ ფასადს და ვათვალიერებთ კედელს.
- 4
ხარჯთაღრიცხვა და ხელშეკრულება
ზუსტი ფასი, მასალა და სამუშაოს მოცულობა წერილობით.
- 5
მასალა
ვუკვეთავთ და მოგვაქვს ობიექტზე.
- 6
მონტაჟი
კარკასი, შემდეგ თბოიზოლაცია, ბოლოს პანელები.
- 7
ჩაბარება
ობიექტს გაბარებთ და გადმოგცემთ გარანტიას.
კითხვები
ხშირი კითხვები
რა ღირს 1 კვ.მ?
დამოკიდებულია მასალასა და შენობაზე: ფართობზე, სართულიანობაზე, იზოლაციის სისქეზე, ფანჯრების რაოდენობაზე და მანძილზე. გამოგვიგზავნეთ მისამართი და ფოტო, მოგწერთ წინასწარ ფასს. ზუსტი ფასი აზომვის შემდეგ.
ზამთარში შეიძლება მონტაჟი?
დიახ, ვენტილირებადი ფასადი მშრალი მონტაჟია. ძლიერი ქარის ან თოვლის დღეებში სიმაღლეზე სამუშაოს ვაჩერებთ უსაფრთხოების გამო.
რეგიონში მუშაობთ?
დიახ, მთელ საქართველოში.
ძველ სახლზეც შეიძლება?
დიახ, თუ კედელი მყარია. ჯერ ობიექტზე ვათვალიერებთ.
დაზიანებული პანელი როგორ იცვლება?
ცალკე. პანელი კარკასზეა დამაგრებული, ამიტომ მთელი ფასადის შეცვლა საჭირო არ არის.
კონტაქტი
გამოგვიგზავნეთ ფოტო და მისამართი
შეავსეთ ფორმა. WhatsApp გაიხსნება მზა შეტყობინებით, ფოტოს იქვე მიამაგრებთ.